გამოძალვა

შსს: 4 პირი მოქალაქეს ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარით 55 000 ლარს სძალავდა

შინაგან საქმეთა სამინისტრო

სამართალდამცველებმა წარსულში ნასამართლევი პირები: 1991 წელს დაბადებული გიორგი ლ, 1990 წელს დაბადებული გიორგი მ, 1984 წელს დაბადებული ვლადიმერ მ. ჯგუფურად გამოძალვის, ხოლო 1957 წელს დაბადებული მიხეილ ჯ. გამოძალვაში დახმარების ბრალდებით თბილისში დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარით მოქალაქეს 55 000 ლარს სძალავდნენ.

გამოძიება დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით ჯგუფურად გამოძალვის და გამოძალვაში დახმარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" და „გ" ქვეპუნქტებით, 25-181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" და „გ" ქვეპუნქტებით).

კომენტარები