გიგიაძე: რეფერენდუმის საკითხი რუსეთის მცოცავი ანექსიის გაგრძელებაა

ეს არ არის ახალი საკითხი, რაც გააჟღერა რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელმა. რასაკვირველია, ეს ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ნორმებს და შესაბამისად, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ არათანმიმდევრულ და პროვოკაციულ პოლიტიკას, რომელსაც რუსეთი ახორციელებს საქართველოს მიმართ. რასაკვირველია, დაუყონებლივ ჩავაყენებთ საქმის კურსში ყველა ჩვენს პარტნიორს და მეგობარ ქვეყანას ევროპასა და მთელს მსოფლიოში. ეს არის რუსეთის მცოცავი ანექსიის გაგრძელება, ეს არის ცალსახად იგივე პოლიტიკის გაგრძელება საქართველოში, რასაც ის ბოლო წლებია, ახორციელებს.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძე ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის ლეონიდ თიბილოვის განცხადებაზე, რომ მას სურს რუსეთთან მიერთების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარება.

კომენტარები