თეთრი სახლი: მოსკოვს არ სურს კონსტრუქციული წვლილის შეტანა ISIS-თან ბრძოლაში

ჯოშ ერნსტი
White House

თეთრი სახლის სპიკერი ჯოშ ერნსტი ამერიკის მიერ რუსეთის დელეგაციის მიღებაზე უარის თქმის საფუძველს განმარტავს. "ჩვენ უარი ვუთხარით რუსეთის დელეგაციას შეხვედრაზე. სანამ რუსეთი არ გადაწყვეტს, ე.წ. ისლამურ სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლაში კონსტრუქციული წვლილი შეიტანოს, ჩვენ არ ვართ დაინტერესებული მათთან მოლაპარაკებით", - თქვა ერნსტმა.

პუტინის პრესმდივნის დმიტრი პესკოვის თქმით კი, "ნებისმიერი დიალოგის უარყოფა, ისეთ მძიმე ვითარებაში, როგორიც სირიაშია, მიუღებელია".

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გუშინ თქვა, რომ არც რუსეთი მიიღებს ამერიკის დელეგაციას, სანამ თეთრი სახლი პოზიციას არ შეიცვლის.

კომენტარები