რეკლამა

გალტ & თაგარტი IFM-მა საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა

სს გალტ & თაგარტი International Finance Magazine-მა (IFM) საქართველოში 2015 წლის საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა. IFM-ის ჯილდო გადაეცემა საერთაშორისო ფინანსების სფეროში კერძო პირებსა და ორგანიზაციებს, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ხსენებული ინდუსტრიის განვითარებაში.

"წელს, გალტ & თაგარტი აქტიურად მუშაობდა როგორც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, ასევე კერძო ქართულ კომპანიებთან. გალტ & თაგარტი გახლდათ EBRD-სა და IFC-ის ადგილობრივი ობლიგაციების ერთადერთი განმთავსებელი. ასევე, კომპანიამ საქართველოს საფონდო ბირჟაზე წარმატებით განათავსა m2 უძრავი ქონების, Evex-ის და GWP-ის კორპორაციული ობლიგაციები. გალტ & თაგარტი ასევე უზრუნველყოფს კორპორაციულ ფინანსებში საკონსულტაციო მომსახურებას ქართული და უცხოური კომპანიებისთვის. ეს პრესტიჟული ჯილდო გალტ & თაგარტის კიდევ ერთი აღიარებაა, როგორც საქართველოში კაპიტალის ბაზრისა და ინვესტიციების მართვის მომსახურების განვითარების სათავეში მყოფი კომპანიის" - აღნიშნა გალტ & თაგარტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ არჩილ გაჩეჩილაძემ.

კომენტარები