მიგრანტების კრიზისი

ევროკავშირს მიგრანტების საკითხზე თურქეთთან უფრო ახლო თანამშრომლობა სურს

Getty Images / bbc.com

ევროკავშირის 28 ქვეყნის ლიდერებს სურთ, მიგრანტებთან დაკავშირებით, თურქეთთან უფრო ახლო თანამშრომლობა. მათ უნდათ, თურქეთის მთავრობამ ხელი მოაწეროს ორმხრივ ხელშეკრულებას, რომელიც ითვალისწინებს ოთხ ძირითად პუნქტს:

- უფრო ძლიერი ფინანსური და პროცედურული დახმარება თურქეთს, მიგრანტებთან გასამკლავებლად;

-  ევროკავშირმა მიიღოს სასაზღვრო ზოლის კონტროლში დახმარების უფლება;

-  კონტრაბანდასთან ბრძოლა;

-  მიგრანტების დაბრუნებაზე მუშაობის გაძლიერება.

სანაცვლოდ, ევროკავშირი დააფინანსებს ლტოლვილთა მიმღები ექვსი ცენტრის გახსნას თურქეთში. თავის მხრივ, თურქეთის მთავრობა ელოდება ე.წ. შენგენის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის უფლების მიღებას. ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტი ფრანს ტიმერმანსი, რომელიც ოთხშაბათს ჩავიდა თურქეთში, ამბობს, რომ „ევროკავშირს სჭირდება თურქეთი, თურქეთს კი ევროკავშირი“. კვირის ბოლოს, თურქეთის დედაქალაქ ანაკარაში, გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელსაც ელოდებიან.

IOM-ის სტატისტიკის მიხედვით, წელს ევროპაში ზღვის გავლით 600 000-მდე მიგრანტი შევიდა. ძირითადი ნაწილი - თურქეთის გავლით. თურქეთმა 2 მილიონამდე მიგრანტს უმასპინძლა, მათი უმრავლესობა სირიიდან იყო გამოქცეული.

კომენტარები