თბილისის ნაწილს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება

თბილისის რამდენიმე უბანს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება. თელასის ცნობით, გეგმური სამუშაოების გამო, კრწანისის რაიონში, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის მცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონში, 10:00-დან 18:00 საათამდე, ელექტროენერგია არ ექნებათ რუსთაველის გამზირის, თავისუფლების მოედნის, ფურცელაძის, მანჯგალაძის, გუდიაშვილის, აბაშიძის, ჯორჯაძის, ვაჩნაძის, თაბუკაშვილის და პუშკინის ქუჩების მცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონში, 11:00-დან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების XI მიკრორაიონის III კვარტლის, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, ცოტნე დადიანის II მიკრორაიონის, ცოტნე დადიანის, ავშნის, ზესტაფონის, ვახტანგ ნინუას, ხვინგიას, ცისარტყელას, რკინიგზის, მახალდიანის და მანჯგალაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

ისნის რაიონში, 11:00-დან 17:00 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება ბოგდან ხმელნიცკის, იუნკერთა, ჩკალოვის და დოდაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

სამგორის რაიონში, 11:00-დან 15:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: გარდაბნის გზატკეცილის და ქინძმარაულის ქუჩის მცხოვრებლებს.

გლდანის რაიონში, 11:00-დან 14:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის IIIა, VII მიკრორაიონების და სოფელ გლდანის მცხოვრებლებს.

ვაკის რაიონში, 11:00-დან 17:00 საათამდე, ელექტრომომარაგება შეეზღუდება ფალიაშვილის, კავსაძის და აბაშიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონში, 10:00-დან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: მტკვრის მარცხენა სანაპიროს, გუდაუთის, აგლაძის და ხოშარაულის ქუჩების მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში, 11:00-დან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის და ვაჟა-ფშაველას გამზირების მცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები