სირიის კონფლიქტი

სირიის არმია ქალაქ ალეპოში აჯანყებულთა ჩახშობას აპირებს

EPA

სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, სირიის არმია ირანულ სამხედროებთან და ლიბანურ სამხედრო მოძრაობა "ჰეზბოლასთან" ერთად ქალაქ ალეპოში აჯანყებულთა წინააღმდეგ სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება. ოპერაციის საჰაერო მხარდაჭერას რუსული ავიაცია აპირებს. სირიაში დაწყებულია ჯარის მობილიზაცია.

პარალელურად, ამერიკა და რუსეთი სირიაში ავიაფრენების უსაფრთხოების საკითხებზე მოლაპარაკებების გამართავენ. BBC-ის ინფორმაციით, ორი ქვეყნის წარმომადგენლები მოლაპარაკებებს სამხედრო ქმედებების კოორდინირების და შესაძლებელი ინციდენტების აღკვეთის მიზნით აპირებენ.

შაბათს პენტაგონის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ სირიის საჰაერო სივრცეში ინციდენტი დაფიქსირდა. რუსული და ამერიკული სამხედრო თვითმფრინავები ერთმანეთს მიუახლოვდნენ. ისინი ერთმანეთისგან 15-30 კილომეტრის დაშორებით დაფრინავდნენ.

ამერიკის თავდაცვის მდივანი ეშტონ კარტერი იმედოვნებს, რომ მხარეები მაქსიმალურად მოკლე დროში შეთანხმდებიან. კარტერი აცხადებს, რომ ამერიკა მოლაპარაკებების მიუხედავად, სირიის საკითხზე რუსეთთან უფრო მჭიდრო კავშირს არ აპირებს.

კომენტარები