რუსეთ-საფრანგეთის ურთიერთობა

საფრანგეთმა, შესაძლოა, რუსეთს ახალი ხომალდები მიჰყიდოს

AFP

საფრანგეთმა, შესაძლოა, რუსეთს ახალი ხომალდები მიჰყიდოს, მას შემდეგ, რაც მისტრალის ტიპის ვერტმფრენმზიდებზე კონტრაქტი გაუქმდა, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეიზიდენტმა სამშაბათს განაცხადა. ფრანსუა ოლანდს არ დაუკონკრეტებია, იქნება თუ არა ეს გემები სამხედრო.

"დალაგდა ურთიერთობა რუსეთთან, რომელმაც კონტრაქტის გაუქმებაზე თანხმობა განაცხადა. ვფიქრობ, რომ ახალი ხომალდების შესახებ შეთანხმებას მივაღწევთ", - თქვა ოლანდმა.

მისტრალის ტიპის ხომალდები ყველაზე დიდი სამხედრო შესყიდვა უნდა ყოფილიყო, რაც რუსეთს NATO-ს წევრ ქვეყანასთან განუხორციელებია. თუმცა ოთხი წლის წინ დადებული შეთანხმება უკრაინის კონფლიქტის გამო ჩაიშალა. საფრანგეთმა რუსეთს უკვე გადახდილი თანხა აუნაზღაურა და ხომალდები ეგვიპტეს მიჰყიდა. ოქტომბრის დასაწყისში დადებული კონტრაქტის მიხედვით, ეგვიპტე მისტრალის ხომალდებს 2016 წლის მარტში მიიღებს.

კომენტარები