აფხაზეთის რკინიგზე

ТАСС: რუსულმა სარკინიგზო ჯარებმა აფხაზეთის რკინიგზის გაწმენდა დაასრულეს

sazogadoeba.ge

სააგენტო ТАСС-ის ცნობით, რუსული სარკინიგზო ჯარების გაყვანა აფხაზეთიდან ინტენსიურად მიმდინარეობს. როგორც წყარომ სააგენტოს განუცხადა, ჯარების გაყვანა მოხდება არა დეკემბრისთვის, როგორც ეს რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, არამედ 10 ოქტომბრისთვის. მიზეზი სამუშაოების ვადაზე ადრე დასრულებაა.

"რუსული სარკინიგზო ჯარების გაყვანა აფხაზეთიდან ინტენსიურად მიმდინარეობს. ამ დროისთვის ტერიტორია უკვე დატოვა პირადი შემადგენლობის და 39-ე სარკინიგზო ბრიგადის სამხრეთის ოლქის ტექნიკის ნახევარზე მეტმა. დანარჩენებს გაიყვანენ რკინიგზისა და ავტომობილების საშუალებით არაუგვიანეს 9-10 ოქტომბრისა, რუსეთის მიერ გამოცხადებულ ვადამდე 2 თვით ადრე,"-აცხადებს ТАСС-ის წყარო.

ამავე წყაროს ინფორმაციით, მთლიანობაში აფხაზეთიდან რუსეთში ხუთასზე მეტ სამხედროსა და ორმოცდაათზე მეტ ერთეულ სპეცტექნიკას გაიყვანენ. წყაროსვე თქმით სარკინიგზო ჯარების დაბრუნების შესახებ გადაწყვეტილებას ორმხრივ მოლაპარაკებებზე მოგვიანებით მიიღებენ. სექტემბრის ბოლომდე მათ განახორციელეს განაღმვითი სამუშაოები და გაასუფთავეს რელსები 33 კილომეტრზე, ოჩამჩირიდან ენგურის ხიდამდე, გასუფთავდა მთელს პერიმეტრზე არსებული სამი სადგურიც - აცხადებს ინფორმატორი.

მისივე თქმით, სამუშაოების შესრულების დროს ნაპოვნი იქნა აფხაზეთის ომის დროინდელი ნაღმებიც, რომლებიც გაანადგურეს. სამხედროების შეფასებით რკინიგზის დიდი ნაწილი ავარიული იყო და საჭიროებდა კაპიტალურ შეკეთებას ან შეცვლას.

კომენტარები