საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი

საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი აქციებს ლონდონის საფონდო ბირჟაზე სავაჭროდ დაუშვებს

2015 წლის ნოემბრის დასაწყისში, საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის აქციები ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ ლისტინგში სავაჭროდ განთავსდება. წინასწარი გათვლებით, ჯგუფი აქციების ემისიის შედეგად, დაახლოებით 100 მილიონი აშშ დოლარის მოზიდვას გეგმავს, რაც  კომპანიის შემდგომ განვითარებას მოხმარდება.

სამედიცინო კორპორაცია ევექსი ქართულ ბაზარზე 42 სამედიცინო დაწესებულებით არის წარმოდგენილი, ხოლო იმედი L, 6 თვის მონაცემებით, გამომუშავებული პრემიის მოცულობით სამედიცინო დაზღვევის ბაზრის 38%-ს ფლობს.

"აქციების ვაჭრობის შედეგად მოზიდული ინვესტიცია ხელს შეუწყობს საქართველოში ჯანდაცვის სფეროს განვითარებას, გაზრდის ინვესტორთა ნდობას ქვეყანაში მოქმედი კომპანიების მიმართ, რაც საბოლოოდ საქართველოს ეკონომიკის  განვითარების გრძელვადიან წინაპირობას შექმნის" - აცხადებს საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი, რომელიც სამედიცინო კორპორაცია ევექსს და სადაზღვევო კომპანია იმედი L-ს მართავს. 

კომენტარები