კორძაია: Gazprom-თან დაკავშირებით სერიოზული დაფიქრებაა საჭირო

სწორია, რომ ასეთი სერიოზული დისკუსია დაიწყო Gazprom-თან დაკავშირებით. მიმაჩნია, რომ Gazprom-ი არ არის მხოლოდ კერძო ურთიერთობის ნაწილი იმიტომ, რომ ეს ორგანიზაცია კარგად არის შეწყობილი რუსულ პოლიტიკასთან. შეიძლება, ვიგულისხმოთ, რომ ის არის რუსული პოლიტიკის გაგრძელება, ამიტომ ვფიქრობ, რომ ძალიან სერიოზული დაფიქრებაა საჭირო ამასთან დაკავშირებით. თუმცა, გავრცელებულ ინფორმაციებს თუ გადავხედავთ, ვფიქრობ, რომ გადაჭარბებულია, რადგან როგორც ხელისუფლებამ განმარტა, დამატებით ნაკადებზე არ არის საუბარი.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თამარ კორძაია Gazprom-თან მოლაპარაკებებზე.

კომენტარები