რეკლამა

„შენ ამბობ, ჩვენ გაძლევთ“ - ფუდპანდა შიმშილობასთან ბრძოლის კამპანიას იწყებს

„შენ ამბობ, ჩვენ გაძლევთ“ - ფუდპანდა 2015 წლის მსოფლიო კვების დღესთან დაკავშირებით შიმშილობასთან ბრძოლის ახალ კამპანიას იწყებს. კომპანია ფუდპანდა საქველმოქმედო ფონდ ლიბერალურ კვალთან ერთად გთავაზობთ, ერთი თითის დაწკაპუნებით აირჩიოთ, რა ტიპის საკვები წაუღოს საჭმლის მიტანის სერვისმა სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფ ოჯახებს.

16 ოქტომბერს მსოფლიო კვების დღეს აღნიშნავს. ყოველწლიურად, ამ დღეს მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან ადამიანები ერთი საერთო მიზნის გარშემო ერთიანდებიან: საკუთარი წვლილი შეიტანონ შიმშილის აღმოფხვრასა და დაძლევაში.

კვების დღის აღსანიშნავად, საკვების მიტანის სერვისი ფუდპანდა (www.foodpanda.ge) იწყებს კამპანიას „შენ ამბობ, ჩვენ გაძლევთ“, რომელიც ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება და შიმშილობასთან გლობალურ ბრძოლას შეუერთდება.

16-22 ოქტომბერს ფუდპანდა საკუთარი მომხმარებლების სურვილებს შეაგროვებს. ყოველ მონაწილეს შესაძლებლობა ექნება, აირჩიოს 5 საკვების ნაირსახეობიდან ერთ-ერთი (ბრინჯი, მაკარონი, კარტოფილი, წიწიბურა, ან ლობიო) Facebook-ზე განთავსებული პოსტის ქვეშ დაკომენტარებით.

აქცია ფონდ ლიბერალურ კვალთან ერთად ტარდება, რომელიც დაეხმარება ფუდპანდას, გვერდზე ყოველი 1 კომენტარის შესაბამისად, 1 კილოგრამი პროდუქტი სიღარიბის ზღვარს მიღმა ოჯახებს გადასცეს. პოსტის გაზიარების შემთხვევაში კი, დონაცია გაიზრდება ორჯერ. რაც მეტი ადამიანი ისაუბრებს პრობლემაზე, მით მეტს გასცემს ფუდპანდა.

მონაწილეობის მისაღებად ეწვიეთ ფუდპანდას გვერდს (www.facebook.com/foodpandage.) და დატოვეთ კომენტარი შესაბამისი პოსტის ქვეშ დონაციის საკვების ასარჩევად. ამასთან, შეძლებთ მეტი გაიგოთ, თუ სად წავა თქვენ მიერ არჩეული საკვები.

ერთი მარტივი დაწკაპუნებით ფუდპანდა ერთი კილოგრამ საკვების დონაციას მოახდენს. გაცემა ასეთი ადვილი არასოდეს ყოფილა - შეუერთდით გლობალურ მოძრაობას, რათა ერთ-ერთი ყველაზე გრძელვადიანი პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ მოვსპოთ. გახდით შიმშილის დამარცხების ნაწილი და მოახდინეთ ცვლილება ფუდპანდასთან ერთად.

შიმშილობასთან ბრძოლის პროცესი 1945 წელს, კვებეკში გაერთიანებული ერების საკვებისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ჩამოყალიბებით დაიწყო, რომლის მიზანიც შიმშილობის პრობლემის მსოფლიოსთვის ჩვენება და მათში სამოქმედო მუხტის წარმოქმნა იყო. FAO-ს კვლევების მიხედვით, 805 მილიონი ანუ ყოველი მეცხრე ადამიანი მთელ მსოფლიოში ქრონიკულ შიმშილში ცხოვრობს. მათი 60% ქალები არიან, და ყოველწლიურად შიმშილობასთან დაკავშირებული პრობლემებისგან თითქმის ხუთი მილიონი ხუთ წლამდე ასაკის ბავშვი იღუპება.

კომენტარები