სკანდალი FIFA-ში

FIFA-მ ზეფ ბლატერს და მიშელ პლატინის უფლებამოსილებები 90 დღით შეუჩერა

ზეფ ბლატერი და მიშელ პლატინი
Getty Images

FIFA-ს ეთიკურმა კომიტეტმა დროებით, 90 დღით შეაჩერა პრეზიდენტ ზეფ ბლატერის, გენერალური მდივნის ჟერომ ვალკესა და ვიცეპრეზიდენტის მიშელ პლატინის უფლებამოსილებები. 

FIFA-ს ეთიკის კომიტეტი ბლატერის, ვალკესა და UEFA-ს პრეზიდენტ მიშელ პლატინის წინააღმდეგ კორუფციის ბრალდებებს იძიებს. 

"გადაწყვეტილების საფუძველი ის გამოძიებებია, რომლებიც ხორციელდება ეთიკის კომიტეტის საგამოძიებო პალატის მიერ", - ნათქვამია განცხადებაში.

90 დღის განმავლობაში სამივეს ეკრძალება ნებისმიერ საფეხბურთო აქტივობასა თუ ღონისძიებაში მონაწილეობა.

ბლატერი, ვალკე და პლატინი ბრალდებებს უარყოფენ.

კომენტარები