თბილისის ნაწილს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება

თბილისის ნაწილს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება. თელასის ცნობით, გეგმური სამუშაოების გამო, კრწანისის რაიონში, 10:00-დან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ფონიჭალის III მიკრორაიონის, ღოღობერიძის და ნაკაშიძის ქუჩების მცხოვრებლებს. 11:00-დან 12:00 საათამდე კი, გორგასლის, თუმანიანის, კოტე აბხაზის, ბეთლემის, საადის, სამღებროს, ორპირის და ჯემალ აჯიაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში. 10:00 საათიდან 18:00 საათამდე. შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), გაგარინის, ონიაშვილის, ლვოვის, მელიტონ ქანთარიას, შარტავას და იმედაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს. 11:00-დან 16:00 საათამდე კი, ვაჟა-ფშაველას გამზირის, პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), სულხან ცინცაძის, გამრეკელის, ტაშკენტის და მინდელის ქუჩების მცხოვრებლებს.

სამგორის რაიონში, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე, ელექტროენერგია არ ექნება ახვლედიანის ქუჩის მცხოვრებლებს. ხოლო ისნის რაიონში, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ბოგდან ხმელნიცკის, ივლეთის და ნარგიზის ქუჩების მცხოვრებლებს.

გლდანის რაიონში, 11:00-დან 14:00 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება გლდანის მასივის I მიკრორაიონის და ხიზანიშვილის ქუჩის მცხოვრებლებს. ნაძალადევის რაიონში, 11:00-დან 15:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: დიდი ჯიხაიშის, იმერეთის, სანერგის და ბენდელიანის ქუჩების მცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონში, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე, ელექტრომომარაგება შეეზღუდება 9 ძმის, აფხაზეთის, სამურზაყანოს და აგარის ქუჩების მცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება", - აცხადებს თელასი.

კომენტარები