ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები

დაკავებული დელეგატის სასამართლო პროცესი ამ დრომდე არ დაწყებულა

facebook.com/pages/თბილისის-საქალაქო-სასამართლო

ფეხბურთის ფედერაციის დელეგატის გეგა გობეჯიშვილის სასამართლო პროცესი ამ დრომდე არ დაწყებულა. თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესის დაწყებას გობეჯიშვილის ოჯახის წევრები და ადვოკატი ელოდებიან.

ადვოკატი ალტერნატიული ექსპერტიზის დანიშვნას გეგმავს:

„ეს არ არის სისხლის სამართლის დანაშაული, რომ მას ბრალი წარედგინოს. ის დაკავებულია ადმინისტრაციულ გადაცდომასთან დაკავშირებით, მას ედავებიან ნარკოტიკული საშუალების მოხმარებას, რაც სანქციის სახით ითვალისწინებს 500 ლარით დაჯარიმებას. მიუხედავად ამისა, ამ მომენტის მონაცემებით, დაცვის მხარეს არ გააჩნია ექსპერტიზის დასკვნა. სასამართლომ რა გადაწყვეტილებაც არ უნდა გამოიტანოს, დავნიშნავთ ალტერნატიულ ექსპერტიზას" - ამბობს გობეჯიშვილის ადვოკატი.

გობეჯიშვილის მეუღლის თქმით, დელეგატზე მთელი კვირის მანძილზე მიმდინარეობდა ზეწოლა და ის სახლიდან არ გადიოდა, მანამ, სანამ რევაზ არველაძის მხარდამჭერი დელეგატების შეხვედრაზე წასვლა არ სცადა. სწორედ ამ დროს დააკავეს ის გუშინ სამართალდამცავებმა.

დელეგატის დაკავების გამო გაჭიანურდა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნების დაწყებაც. საარჩევნო ყრილობა, რომელიც დილის 11 საათზე იყო დანიშნული, ამ დრომდე არ დაწყებულა.

 

კომენტარები