2012 წლის 1-ლი ოქტომბერი გადამწყვეტი დღე გახდა ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე. ამ დღეს კოალიცია ქართულმა ოცნებამ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, ქართველ ხალხთან ერთად,მშვიდობიანი არჩევნების გზით შეცვალა ხელისუფლება და გაიმარჯვა ძალადობაზე. დღეს საქართველო ბევრად უფრო ძლიერია, ვიდრე სამი წლის წინ. ჩვენ გადავდგით მნიშვნელოვანი ნაბიჯები დემოკრატიისაკენ, დღეს ჩვენ გვაქვს თავისუფალი მოქალაქეებისგან შემდგარი ქვეყანა, სადაც აღარ არსებობს ხელისუფლების შიში, სადაც ხელისუფლება ანგარიშვალდებულია თავისი ხალხის წინაშე. ამ სამ წელიწადში ჩვენ მივაღწიეთ წინსვლას ყველა სფეროში, დაწყებული ჯანდაცვითა და განათლებით, დამთავრებული კანონის უზენაესობით. დღეს გვაქვს მნიშვნელოვანი პროგრესი, მაგრამ ჩვენ არ ვაპირებთ შეჩერებას. ჩვენ კიდევ ბევრი გამოწვევის წინაშე ვდგავართ და წინ კიდევ ბევრი მუშაობა გველის. მე მჯერა, რომ ჩვენი ხელისუფლება ხალხთან ერთად ააშენებს ნამდვილად დემოკრატიულ, განვითარებულ და ძლიერ ქვეყანას.
tbl.ge/oex
დაკოპირდა

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის სამი წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
ამავე თემაზე
- კირცხალია: ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის რამდენიმე ნაბიჯით უსწრებს მათ ბინძურ სცენარებს
- წილოსანი: არავინ დაბულინგდება, რომ [ივანიშვილის] შექება მოგვერიდოს
- შემაშფოთებელია საქართველოს რუსეთის და ირანის მოკავშირედ წარმოჩენა – პაპუაშვილი ალიანსზე
- კობახიძე: ივანიშვილს ხალხის ნდობით საკუთარი პირადი ინტერესებისათვის არასოდეს უსარგებლია
- ქართულ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის როლი ფასდაუდებელია – კობახიძის ბრიფინგი




