ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა

კვაჭანტირაძე: ძალიან მეცოდება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა

მე ძალიან ვდარდობ და მეცოდება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, რომელსაც როგორც ჩანს მოუწევს ერთი წლის განმავლობაში პედრო აგრამუნტის პრეზიდენტობის პირობებში მუშაობა. ვფიქრობ, რომ სჯობს ის პრეზიდენტი იყოს, ვიდრე მართავდეს ყველაზე დიდ პოლიტიკურ ფრაქციას ამ შენობაში. თქვენ ნახეთ ალბათ, რომ 400-ზე მეტი წევრიდან დარბაზში მხოლოდ 100 კაცი იყო. მაქსიმალურად მობილიზირებული იყო ევროპის სახალხო პარტია, ეს მათ სასიკეთოთ უნდა ითქვას. მათ აქვთ ეს ძალიან კარგი თვისება, რომ არიან შეკრულები ერთმანეთთან. ხმებს ითვლიან, მათ შორის ჩვენი ქვეყნის ორი წარმომადგენელი, როგორც ციხის ზედამხედველი, ისე დადიოდნენ დარბაზში და სათითაოდ იყვნენ გადასული გადმობირებაზე და ხმების დათვლაზე. 

ზვიად კვაჭანტირაძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციაზე.

კომენტარები