მართლმსაჯულების რეფორმა

წულუკიანი: მიზანია, არავის მივცე ჩვენი მართლმსაჯულების გაკრიტიკების საშუალება

[სტრასბურგში ვიზიტის] ჩემი მთავარი მიზანი არის ის, რომ არავის არ მივცე საშუალება, გააკრიტიკოს ქართველი მოსამართლე ევროპულ დონეზე, გააკრიტიკოს ქართული მართლმსაჯულება, გააკრიტიკოს უსაფუძვლოდ ის რეფორმები, რომლებიც ჩვენს მთავრობას მიჰყავს სამართლებრივ სფეროში. მთავარი მიზანია, რომ ევროსაბჭოს ჰქონდეს ობიექტური ინფორმაცია. მე მაქვს ჩემი მიზნები, რომ ვიღაცებს არ მივცე საშუალება, ევროპაში საქართველოს შეუქმნან ცუდი რეპუტაცია... რეზოლუციის ტექსტს კენჭს უყრიან ევროსაბჭოს წევრი ქვეყნების დეპუტატები და ამ კენჭისყრაზე ზემოქმედება არ ძალუძს არც ერთ აღმასრულებელ ხელისუფლებას.

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი სტრასბურგში მისი ვიზიტის მიზნებზე. წულუკიანის სტრასბურგში ჩასვლა საქართველოს თემაზე მომზადებული რეზოლუციის განხილვას დაემთხვა. ოპოზიცია აცხადებს, რომ რეზოლუციის ტექსტის შესაცვლელად ხელისუფლებამ მობილიზაცია გამოაცხადა.

კომენტარები