რეკლამა

Express Bank-ი ქვეყნის მასშტაბით ქსელის გაფართოებას განაგრძობს

თბილისსა და რეგიონში Express Bank-ის ხუთი ახალი სერვისცენტრი გაიხსნა. ახალი Express Bank-ი მომხმარებელს თბილისში, კახეთის გზატკეცილის N112-ში და ც.დადიანის N261-ში, წნორში თავისუფლების N13-ში, ფოთში დ.აღმაშენებლის N17-ში და ბათუმში გოგებაშვილის N32-ში მოემსახურება. ახალ Express Bank-ის სერვისცენტრებში მომხმარებელს საშუალება ექნება, მარტივად შეასრულოს ნებისმიერი სტანდარტული ტიპის საბანკო ოპერაცია, ასევე ისარგებლოს Express კრედიტით და Express ანაბრით.

Express Bank-ი მომხმარებელს ყოველთვიურად სთავაზობს მისთვის საჭირო და საინტერესო შეთავაზებებს. საქართველოს მასშტაბით, მომხმარებელს ყველაზე მარტივი მომსახურება Express Bank-ის 100-ზე მეტ სერვისცენტრში შეუძლია მიიღოს.

დამატებითი ინფორმაციისთვის Express Bank-ის მომსახურებასთან დაკავშირებით, გთხოვთ ეწვიოთ: www.ebank.ge.

კომენტარები