ემიგრანტები

BBC: თურქეთის სანაპიროსთან 13 მიგრანტი დაიღუპა

მიგრანტების ნავი ჩაიძირა

ქალაქ ჩანაკალეს პორტის მახლობლად ემიგრანტების ნავი ბორანს შეეჯახა და ჩაიძირა. BBC-ის ცნობით შეჯახების შედეგად სულ მცირე 13 მიგრანტი დაიღუპა, მათ შორის ბავშვებიც. 8 მათგანი კი მაშველებმა გადაარჩინეს. ჯერ-ჯერობით უცნობია რამდენი მიგრანტი იმყოფებოდა ნავზე. ნავი სავარაუდოდ კუნძულ ლესბოსის მიმართულებით მიდიოდა.

 

კომენტარები