დაგეგმილი სამუშაოების გამო, თბილისის რამდენიმე რაიონს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. კომპანია თელასის ცნობით, გლდანის რაიონში, 11:00-დან 14:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: მუხიანის I და II მიკრორაონების მცხოვრებლებლებს. ნაძალადევის რაიონში კი, 11:00 დან 15:00 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება თემქის დასახლების XI მიკრორაიონის II კვარტლის და გვაზაურის ქუჩის მცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონში, 11:00-დან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: დიღმის სასწავლო მეურნეობისა და სოფელ დიღმის მცხოვრებლებლებს. მთაწმინდის და კრწანისის რაიონებში, 09:00-დან 18:00 საათამდე - აბესაძის, დადიანის, პუშკინის, ლერმონტოვის, ლესელიძის, კოტე აფხაზის, ჩახრუხაძის, შავთელის, ავლევის, ბარათაშვილის, ნაკაშიძის, კუფტინის, საიათნოვას, ბერიძის და ხანძთელის ქუჩების მცხოვრებლებლებს. 11:00-დან 17:00 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), ძმები ზუბალაშვილების, ლაღიძის და ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩების მცხოვრებლებლებს.
ისნის რაიონში კი, 11:00-დაან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ), ქაიროს, ბოგდან ხმელნიცკის, სამგორის და ნადარეიშვილის ქუჩების მცხოვრებლებლებს.
"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.





