ირაკლი ღარიბაშვილი

ანტალიაში ჩარჩენილი ტურისტების დაბრუნების ხარჯებს მთავრობა გაიღებს

ირაკლი ღარიბაშვილი
მთავრობის ადმინისტრაცია

„ჩინეთში სამუშაო ვიზიტით მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისთვის ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მოქალაქეები ვერ ახერხებენ თურქეთის ქალაქ ანტალიიდან სამშობლოში დაბრუნებას. მგზავრებს შორის იმყოფებიან მცირეწლოვანი ბავშვები“, - ამის  შესახებ ნათქვამია ღარიბაშვილის Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ ცნობაში.

ცნობაში აღნიშნულია, რომ მთავრობის მეთაურმა დაავალა სპეციალურ სამსახურებს, დაადგინონ რა გახდა მომხდარის მიზეზი და მოახდინონ რეაგირება. დღესვე საქართველოს მოქალაქეებს სპეციალური რეისით სამშობლოში დააბრუნებენ. ხარჯებს საქართველოს მთავრობა გაიღებს.

შეგახსენებთ, გუშინ 130-დმე ქართველმა ტურისტმა ანტალიიდან საქართველოში დაბრუნება ვერ შეძლო, ავიაკომპანიის წინაშე ტურისტული კომპანიის დავალიანების გამო. 

კომენტარები