შემთხვევა ლას-ვეგასში

ლას-ვეგასიდან ლონდონისკენ დაძრულ თვითმფრინავს აფრენამდე ცეცხლი გაუჩნდა

EPA

ლას-ვეგასიდან ლონდონისკენ დაძრულ British Airways-ის თვითმფრინავს აფრენამდე ცეცხლი გაუჩნდა, შედეგად ბორტიდან 172 ადამიანის ევაკუაცია მოხდა.

აეროპორტის წარმომადგენლების განცხადებით, 14 ადამიანი გადაიყვანეს საავადმყოფოში მცირედი დაზიანებებით.

აშშ-ის ფედერალური ავიაციის ადმინისტრაციის სპიკერის, იან გრეგორის თქმით, თვითმფრინავის მარცხენა ძრავა მწყობრიდან გამოვიდა. ბოინგ 777-200-ს სწორედ აფრენის წინ გაუჩნდა ცეცხლი. 

2008 წლის იანვარში პეკინიდან ლონდონისკენ მიმავალი British Airways-ის თვითმფრინავი ავარიულად დაჯდა. შედეგად 47 ადამიანი დაშავდა.

2014 წლის მარტში ლიონისკენ მიმავალი British Airways-ის თვითმფრინავი უკან, ლონდონში დააბრუნეს, მას შემდეგ, რაც ძრავასთან ცეცხლი შენიშნეს. გასულ წელს ავიაკომპანიის თვითმფრინავი ოსლოდანაც დააბრუნეს, რადგან ძრავასთან კვამლი შეამჩნიეს.

კომენტარები