მედია

გაბაშვილი: ყველას უსმენენ, ყველას უთვალთვალებენ

ტაბულა

საპარლამენტო უმცირესობის წევრის, გიორგი გაბაშვილის თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური (სუს) ერთდროულად 100 ათასამდე მოქალაქეს უსმენს და ხელისუფლება ამ მეთოდით ცდილობს გაიხანგრძლივოს არსებობა. ასე გამოეხმაურა გაბაშვილი ჟურნალისტ ეკა მიშველაძის განცხადებას იმის შესახებ, რომ მისი და ალექსი პეტრიაშვილის ურთიერთობის შესახებ შესაბამისმა სამსახურებმა ამ ურთიერთობის გასაჯაროვებამდე გაცილებით ადრე იცოდნენ.

"სუს-ი უთვალთვალებს, იწერს, უსმენს. თქვენც გისმენენ, 100 ათასამდე მოქალაქ ჰყავთ ჩართული მუდმივად. ყველას უსმენენ, ყველას უთვალთვალებენ. ცდილობენ, რომ ამ მეთოდებით რაღაცნაირად გაიხანგრძლივონ არსებობა, მაგრამ ამ არსებობის გახანგრძლივების შანსი აღარ არის, ამაში ვარ ღრმად დარმუნებლი, იმიტომ, რომ ქართულმა საზოგადოებამ თავისი დასკვნა გამოიტანა - ეს ადამიანები, რომელიც ლაპარაკობდნენ უკეთეს ცხოვრებაზე, გამდიდრებაზე, უფრო მეტ თავისუფლებაზე... რა თქმა უნდა, მე არ ვამბობ, რომ ჩვენი ხელისუფლების მერე არ შეიძლებოდა ვინმე მოსულიყო, ვინც უფრო მეტ თავისუფლებას, უფრო მეტ გახსნილობას, უფრო მეტ დაახლოებას დასავლურ სტანდარტებთან, უფრო მეტ დემოკრატიულ, დახვეწილ მექანიზმს შესთავაზებდა საზოგადოებას. რა თქმა უნდა, ჩვენ მთელი მსოფლიო გვაფასებდა რეფორმებისთვის, მაგრამ ძალიან სერიოზული შენიშვნები, პრეტენზიები ჰქონდათ ჩვენთან საერთაშორისო ასპარეზზეც და ჩვენივე მოქალაქეებსაც. ყოველი შემდეგი ხელისუფლება მოდის იმიტომ, რომ გააუმჯობესოს, ამ ადამიანებმა კი ყველაფერი, რაც მიდოდა წინ, ჩამოშალეს და უკუაქციეს და ყველაფერი, რაც უნდა გაეუმჯობესებინათ, ნაბიჯი გადაედგათ წინ, მოაქციეს ერთი ადამიანის, ერთი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის მონობის ქვეშ" - განაცხადა გიორგი გაბაშვილმა გადაცემა აჩევანში.

მისივე თქმით, ზუსტად იცის, რომ "ხელისუფლება, რომელსაც აქვს რეიტინგული კოლაფსი, რომელმაც დაკარგა ამომრჩევლის მხარდაჭერა, შემდეგ წელს იქნება ოპოზიცია". დეპუტატი ამბობს, რომ რა ფორმით გახდება დღევანდელი ხელისუფლება ოპოზიცია, მისთვის უცნობია, თუმცა "რაც ფრო მძიმედ იმოქმედებენ, მით ფრო მძიმედ დაამთავრებენ".

კომენტარები