თურქეთის ქალაქ იგდირში მომხდარი აფეთქების შედეგად პოლიციის, სულ მცირე, 10 თანამშრომელი დაიღუპა. თავდამსხმელებმა მიკროავტობუსი ააფეთქეს, რომელშიც პოლიციის თანამშრომლები იმყოფებოდნენ. თავდასხმის წინა დღეს ქვეყნის პრემიერმა ქურთისტანის მუშათა პარტიის მებრძოლების განადგურების პირობა დადო. ტერაქტი სავარაუდოდ სწორედ ქურთული ორგანიზაციების მოწყობილია.
თურქეთის სამხედრო თვითმფრინავებმა ერაყის ჩრდილოეთით ქურთისტანის მუშათა პარტიის ობიექტები დაბომბეს. ანკარაში აცხადებენ, რომ ოპერაციის შედეგად 40-მდე ქურთი მებრძოლი განადგურდა.





