თამაზ მეჭიაური

მეჭიაური: მე კი არა, პრეზიდენტი აყენებს შეურაცხყოფას ამომრჩეველს

ეს [პრეზიდენტზე გაკეთებული განცხადება] ჩემი მოსაზრებაა და პიროვნული შეურაცხყოფაც არავისთვის მიმიყენებია. პირიქით, პრეზიდენტი აყენებს შეურაცხყოფას იმ ამომრჩეველს, რომელმაც სრულიად სხვა პროგრამისა და დაპირებების გამო აირჩია. გიორგი მარგველაშვილმა ბიძინა ივანიშვილი და ხალხი სათავისოდ გამოიყენა და მეც სწორედ მის უზნეო ქმედებებზე მივანიშნე. 

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაური კვირის პალიტრასთან ინტერვიუში. მან გასულ კვირას პრეზიდენტზე თქვა, რომ "ივანიშვილმა ენჯეოშნიკ სოროსელს საქსოვი ჩხირები გააგდებინა და ვეტოთი აღჭურვა".

კომენტარები