მომავალი თბილისი დღეს 2015

მერიამ სტუდენტებისთვის აქრიტექტურული კონკურსი გამოაცხადა

თბილსის განვითარების ფონდმა მერიის მხარდაჭერით საერთაშორისო არქიტექტურული კონკურსი "მომავალი თბილისი დღეს 2015“  გამოაცხადა. კონკურსის პარტნიორი Peter Moennig-ის ფონდი და Tbilisi International Rotary Club არიან.

კონკურსის მიზანია თბილისის არქიტექტურისა და დედაქალაქის განვითარებაში  აქტიურად ჩაერთონ სტუდენტები, რომელთაც საშუალება ეძლევათ საკუთარი იდეები, არქიტექტურული და არტისტული ნამუშევრები წარმოაჩინონ,  არქიტექტურულ-ურბანულ-სივრცით ჭრილში შექმნან ინოვაციური პროექტები.

კონკურსში მონაწილე სტუდენტებს ორი მიმართულებიდან ერთ-ერთის არჩევის შესაძლებლობა ექნებათ და ისინი ობიექტების შერჩევსას არ იზღუდებიან. პირველი მიმართულება საჯარო სივრცის შექმნაა ეს შეიძლება იყოს მოედნის, ქუჩის, პარკის ან სკვერის მოწყობის პროექტი ან  გაუქმებული/მიტოვებული, ნანგრევი ან მთლიანად დანგრეული ადგილის  განვითარების ხედვა  ძველი საწარმოო შენობები, უფუნქციო შენობა-ნაგებობები, ნანგრევები, ავარიულ მდგომარეობაში მყოფი ძველი ისტორული ან/და კულტურული შენობები/ძეგლები და სხვა.

საკონკურსო წინადადებები მიიღება 2015 წლის 1 სექტემბრიდან - 9 ნოემბრის ჩათვლით. კონკურსში მოანწილეობის მსურველებს დეტალური აღწერის ნახვა Peter Moennig-ის ფონდის საიტზე შეუძლიათ.

კომენტარები