რეკლამა

სექტემბრის თვის შეთავაზება - დამატებითი სარგებელი Express ანაბარზე

საქართველოს ბანკი

ყველას, ვინც 30 სექტემბრის ჩათვლით გახსნის Express ანაბარს ლარში, Express Bank დამატებით საჩუქრად 1% სარგებელს სთავაზობს.

Express ანაბრის გახსნა მარტივია - მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს Express Bank-ში მინიმუმ 10 ლარით გახსნას Express ანაბარი და ნებისმიერ დროს ნებისმიერი მოცულობის თანხა დაამატოს დანაზოგს. თანხის დამატება შესაძლებელია როგორც Express Bank-ის სერვისცენტრების საშუალებით, ასევე ინტერნეტბანკით, Express Bank-ის გადახდის აპარატებით, მუდმივი საგადასახადო დავალებით და ელექტრონული ყულაბით.

Express ანაბრის გახსნა შესაძლებელია როგორც ლარის, ასევე აშშ დოლარის, ევროს და გირვანქა სტერლინგის ვალუტაში. Express ანაბრის ვადაა 6/12 თვე, ანაბრის გატანისას მომხმარებელი არ იხდის თანხის გატანის საკომისიოს.

Express Bank მომხმარებელს ყოველთვიურად სთავაზობს მისთვის საჭირო და საინტერესო შეთავაზებებს. საქართველოს მასშტაბით, მომხმარებელს ყველაზე მარტივი მომსახურება Express Bank-ის 100-ზე მეტ სერვისცენტრში შეუძლია მიიღოს.

დამატებითი ინფორმაციისთვის Express Bank-ის მომსახურებასთან დაკავშირებით, გთხოვთ ეწვიოთ: www.ebank.ge

კომენტარები