ტარიფის ზრდა

Socar-ი ბუნებრივი აირის ტარიფს ზრდის - ზრდა ეკლესიებს არ შეეხება

Socar Georgia Gas-ი კომერციულ აბონენტებს ბუნებრივი აირის ტარიფს უზრდის. ტარიფის ზრდის შესახებ განცხადება კომპანიამ 1 სექტემბერს გაავრცელა. განცხადებაში ნათქვამია, რომ აღნიშნული ზრდა შეეხებათ მხოლოდ მათ, ვინც აქამდე ერთ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირში 84 თეთრზე ნაკლებს იხდიდა. სოკარმა ტარიფის ზრდაზე გამონაკლისებიც დაუშვა, გაზის საფასური არ გაეზრდებათ: ეკლესიებს, პურის ქარხნებსა და საბიუჯეტო ორგანიზაციებს. 

"კომერციულ სექტორში ბუნებრივი გაზის ფასის გაერთიანების მიზნით, კომერციული მომხმარებლებისთვის მათი კორექტირების აუცილებლობა დღის წესრიგში დადგა. 
მიმდინარე წლის 1 ოქტომბრიდან SOCAR Georgia Gasს-ის ყველა კატეგორიის კომერციულ მომხმარებლებზე, მისაწოდებელი ბუნებრივი გაზის ფასი 1 კუბ.მეტრზე განისაზღვრება 84 თეთრის ოდენობით, დღგ-ის ჩათვლით. ახალი სატარიფო პოლიტიკით, ცვლილება შეეხებათ მხოლოდ იმ აბონენტებს, რომლებსაც არსებული ხელშეკრულებებით ტარიფი 84 თეთრზე ნაკლები ჰქონდათ. 
კომპანიის გადაწყვეტილებით, პურის ქარხნებისთვის, ასევე საბიუჯეტო და საეკლესიო ორგანიზაციებისთვის ტარიფი უცვლელი დარჩება", - წერია სოკარის განცხადებაში. 

საქართველოში მოხმარებული ბუნებრივი აირის დაახლოებით 80%-ის იმპორტირებას სოკარი ახორციელებს. საქართველოს გაზისა და ნავთობის კორპორაცია მოსახლეობას ბუნებრივ აირს შეღავათიან ფასად აწვდის. 

კომენტარები