მედია

ანთაძე: პოლიტიკური მოტივი შეიძლებოდა ჰქონოდა მენეჯმენტსაც და ხელისუფლებასაც

ცხადია, რომ ყველა შემთხვევაში ეს იყო პოლიტიკური მოტივი. ამას ვერავინ ვერ უარყოფს ჭკუათმყოფელი. მაგრამ პოლიტიკური მოტივი შეიძლებოდა ჰქონოდა არხის მენეჯმენტსაც და ხელისუფლებასაც. კონკრეტულად რა მოტივით იქნა ეს გადაწყვეტლება მიღებული ჩვენ შეიძლება ვთქვათ, მაგრამ ვის ეკუთვნოდა ეს მოტივი, ვინ იყო ამაში დაინტერესებული, აი ეს არ ვიცი. თუ გამოცხადებულია და მე ასე წავიკითხე, რომ იანვრამდე საერთოდ არანაირი პოლიტიკური გადაცემა ამ არხზე არ იქნება, მაშინ რასაკვირველია ეს იქნება ამ არხის ფარგლებში სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა.

ჟურნალისტი ია ანთაძე ტელეკომპანია იმედზე საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუების შეჩერებას ეხმაურება.

კომენტარები