კრიმინალი

ოქროყანაში მომხდარი მკვლელობის საქმე გამოძიებისთვის პროკურატურას გადაეცა

justice.gov.ge

შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის დაჭრისა და მისი თანმხლები პირის მკვლელობის საქმე გამოძიებისთვის საქართველოს პროკურატურას გადაეცა. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, თავდაპირველად გამოძიება თბილისის მთავარ სამმართველოში განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა შენახვის ფაქტზე დაიწყო - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

პროკურატურუს პრესსამსახურში განმარტავენ, რომ მოგვიანებით საქმე შემდგომი გამოძიებისათვის გადაიგზავნა თბილისის პროკურატრის საგამოძიებო ნაწილში.

"შეტყობინების თანახმად, თბილისი-ტაბახმელის ავტომაგისტრალზე ნანახი იქნა სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად გარდაცვლილი მამაკაცის გვამი, რომელიც ჩატარებული გამოძიების შედეგად აღმოჩნდა რეზო კალომლეწავი. ასევე, დადგინდა, რომ შემთხვევის ადგილიდან ცეცხლნასროლი ჭრილობით ინგოროყვას სახელობის კლინიკაში გადაყვანილ იქნა ლევან გვაზავა. საქმეზე ტარდება გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები - მიმდინარეობს შემთხვევის ადგილის დათვალიერება, იკითხებიან მოწმეები, დანიშნულია ყველა შესაბამისი ექსპერტიზა. გამოძიების შედეგების შესახებ საზოგადოებას ეცნობება დამატებით" - აცხადებენ პროკურატურაში.

გუშინ გვიან საღამოს, ოქროყანის მიდამოებში სროლის შედეგად შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ლევან გვაზავა დაიჭრა, მისი თანმხლები პირი კი გარდაიცვალა.

კომენტარები