ისნის რაიონში, რამდენიმე ქუჩას დღეს გაზმომარაგება შეეზღუდება

http://globe-views.com

თბილისის ზოგიერთ ქუჩას დღეს გაზმომარაგება შეეზღუდება. ყაზტრანსგაზ თბილისის ცნობით, ისნის რაიონში, ჩოლოყაშვილის II კვ, მე-4 კორპუსის მიმდებარედ გაზსადენი ალტერნატიულ ახალაშენებულ გაზსადენზე უნდა გადაერთოს. აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს, 10:00-დან 17:00-მდე, დაიკეტება დ-100 მმ ურდულები ბოგდან ხმელნიცკის ქუჩის დასაწყისში - წმინდა ბარბარეს ეკლესიის მოპირდაპირედ და ბოდგან ხმელნიცკის ქუჩა 45-თან. 

კომპანიის ცნობით, გაზის მიწოდება შეუწყდება ბოგდან ხმელნიცკის ქუჩას 1-დან 57-ის ჩათვლით (კენტი ნომრები), ასევე ბ. ხმელნიცკის ჩიხს, რუსუდანის, ნარგიზის, ივლეთის ქუჩებისა და ასევე ლერწმის ქუჩის კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილს (350-მდე აბონენტი). 

ყაზტრანსგაზ თბილისის ინფორმაციით, გაზმომარაგება სამუშაოს დასრულებისთანავე აღდგება.

კომენტარები