ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ძიუდოში, 24 აგვისტოს პირველმა ქართველმა ძიუდოისტმა იასპარეზა.
60კგ-მდე წონით კატეგორიაში, ამირან პაპინაშვილმა კარგად დაიწყო - ჯერ ლიბანელ დამიენ ზიადევს სძლია, შემდეგ კი ჰოლანდიელ ხეროენ მოორენს მოუგო, თუმცა ბოლოს ყაზახ რუსტამ იბრაევთან ვაზარით წააგო და ჩემპიონატს გამოეთიშა.
შეგახსენებთ, რომ პაპინაშვილი ევროპის მოქმედი ჩემპიონია.





