მდინარის ადადიდება

ადიდებულმა მდინარემ სოფელ მუცოსთან მისასვლელი ხიდი წაიღო

wordpress.com

ამინდის გაუარესების გამო ადიდებულმა მდინარე არღუნმა სოფელ ხონისჭალასთან მისასვლელი საავტომობილო ხიდი წაიღო, რის შედეგადაც სოფელ მუცოსთან დამაკავშირებელი გზა ჩაიკეტა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან შსს-ს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლები და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს კახეთის რეგიონალური სამაშველო განყოფილების რამდენიმე ეკიპაჟი. მაშველები მეწყერის შედეგად ჩახერგილი გზის გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებენ.

გზისა და ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაობის დასრულებამდე, შატილიდან სოფელ მუცოს მიმართულებით დროებით შეიზღუდა როგორც საავტომობილო, ასევე ფეხით გადამსვლელთა მოძრაობა. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებსა და ტურისტებს მოუწოდებს თავი შეიკავონ აღნიშნული მიმართულებით გადაადგილებისაგან.

კომენტარები