რუბლის გაუფასურება

რუსული ვალუტა ისევ გაუფასურდა

Getty Images

რუსული რუბლის კურსმა დღევანდელ ვაჭრობაზე კიდევ უფრო დაიწია. რუსულმა ვალუტამ ბოლო ექვსი თვის რეკორდი დაამყარა. დოლართან მიმართებით რუბლის კურსმა 68-ს გადააჭარბა, ევროსთან მიმართებით - 76-ს.

რუბლის გაუფასურების ძირითადი მიზეზი ნავთობის ფასის ვარდნაა. შავი ოქრო წლის დასაწყისიდან 30%-ით გაიაფდა. ფასის ვარდნის ბოლო ტალღა ზედიზედ რვა კვირის განმავლობაში გაგრძელდა, რაც 1986 წლის შემდეგ არ მომხდარა.

კომენტარები