ტერაქტი

ტაილანდის პოლიციამ ტერაქტში ეჭვმიტანილის ფოტორობოტი გამოაქვეყნა

AFP

ტაილანდის პოლიციამ ტერაქტში ეჭვმიტანილის ფოტორობოტი გამოაქვეყნა. ახალგაზრდა მამაკაცი ინდუისტურ სალოცავში აფეთქების წინ სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირა.

თუმცა, პოლიციის აზრით, ტერაქტი, რომელსაც სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა, რამდენიმე ადამიანმა განახორციელა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ფოტორობოტის საფუძველზე ბანგკოკის აეროპორტში საფრანგეთის მოქალაქე დააკავეს და დაკითხეს, თუმცა ხელისუფლება ამ ფაქტს არ ადასტურებს. 

ადგილობრივი მედია ვარაუდობს, რომ ტერაქტი შესაძლოა ჩინეთში მოქმედმა უიღურმა ტერორისტებმა განახორციელეს და ეს იყო შურისძიება 100-მდე უიღურის ტაილანდიდან ჩინეთში დეპორტაციის გამო.

კომენტარები