მთაწმინდისა და კრწანისის რაიონების აბონენტების ნაწილს გაზმომარაგება შეუწყდება

http://globe-views.com

მთაწმინდის რაიონში ჩასატარებელი სარეკონსტრუქციო სამუშაოს გამო, 19 აგვისტოს, 23.00-დან მთაწმინდისა და კრწანისის რაიონების აბონენტების ნაწილს გაზმომარაგება შეუწყდება. 

ყაზტრანსგაზ-თბილისის ინფორმაციით, გაზმომარაგება შეუწყდებათ: მთაწმინდის რაიონში - თავისუფლების მოედნის N 4 და ნ. ბარათაშვილის ქუჩის N6/10, 8, 12 შენობებს; აგრეთვე - გოგჩის, ათონელის, ვ. ორბელიანის, ტელეგრაფის, რ. ლაღიძის, ვ. აბაშიძის, ნ. სულხანიშვილის, ა. ფურცელაძის, გ. ჭანტურიას, ა. ქუთათელაძის, ა. ჯორჯაძის, რ. თაბუკაშვილის, ფხოვის, გ. აბესაძის, კ. აფხაზის (ყოფ. ლესელიძის), ხ. აბოვიანის, ალ. დიუმას, ვერცხლის, მ. ლერმონტოვის, გრ. ხანძთელის, აბანოს, სამღებროს, ბოტანიკურის, ა. საიათნოვას, ალ. პუშკინის, გ. ჩახრუხაძისა და მიმდებარე ქუჩებს; 

კრწანისის რაიონში - I, II, III და დიდი ხეივნის ქუჩებს; ვ. გორგასლის ქუჩის N 37, 39, 41 შენობებს; ვ. გორგასლის შესახვევის, ფირდოუსის, მ. ფ. ახუნდოვის, ი. გრიშაშვილის ქუჩების ნაწილს; სასტუმროებს: "თბილისი-მარიოტს", "ქორთიარდ მარიოტს", "თორს", "რედისონს"; საპატრიარქოს, ეკონომიკის სამინისტროს, შ. რუსთაველისა და ალ. გრობოედოვის თეატრების, კინოთეატრ "რუსთაველის", კაზინო "შანგრილას", ეროვნული ბიბლიოთეკისა და მუზეუმის, იუსტიციის სახლის, "ჭრელი აბანოების", საცურაო აუზის ("ორთაჭალჰესთან"), "სოკარის" ცენტრალური ოფისის, ქორწინების სასახლის შენობებს; აგრეთვე - ჟ. შარდენის ქუჩაზე მდებარე ობიექტებს (სულ - 6500 აბონენტს). 

გაზმომარაგება, სამუშაოს დასრულებისთანავე, 20 აგვისტოს, 11:00 საათიდან ეტაპობრივად აღდგება. 

"შპს ყაზტრანსგაზ-თბილისი ბოდიშს უხდის თავის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მიუწოდებს მათ, არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში. მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს ყაზტრანსგაზ-თბილისი პასუხისმგებელი არ არის", - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში. 

კომენტარები