ტერაქტი

ბანგკოკში აფეთქებამ სულ მცირე 19 ადამიანი იმსხვერპლა

AFP

ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკის ცენტრში, ერავანის ტაძართან ბომბის აფეთქებამ სულ მცირე 19 ადამიანი იმსხვერპლა. დაშავებულია 120-ზე მეტი პირი. სალოცავი ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს გვერდით მდებარეობს და ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე ხალხმრავალი ტურისტული ადგილია. ტაილანდის პოლიციის განცხადებით, აფეთქებისას სამი კგ ტროტილი იყო გამოყენებული. მომხდარზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე ჯერ არც ერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია.

ქვეყნის თავდაცვის მინისტრის შეფასებით, აფეთქების მიზანია ტურიზმის და ეკონომიკის დაზიანება.

კომენტარები