ტურისტებს გაურთულეს ვიზების აღება, ინვესტორებს ჩამოართვეს მიწის ყიდვის უფლება ანუ მსხვილი ინვესტიციები დააფრთხეს. ამ ყველაფერზე რომ ვყვიროდით, სასაცილოდ არ ყოფნიდათ - რომ ეს ლარს გააფუჭებდა და ეკონომიკას დაანგრევდა. ახლა ეძებენ განტევების ვაცს ქადაგიძეში. სისულელეებს აკეთებენ და ანგრევენ პირდაპირ ქართულ ეკონომიკას. ამან გააფუჭა ლარი და დღემდე იდიოტებივით იმეორებენ ქადაგიძე, ქადაგიძეს. ქადაგიძე რას უშველის ახლა... ეს არის ელემენტარული შეურაცხყოფა საკუთარი ამომრჩევლის და თვალში ნაცრის შეყრა. უბრალოდ, მეჭიაური ამ შემთხვევაში ურცხვად თვალში ნაცარს აყრის საკუთარ ამომრჩეველს და დანარჩენ საზოგადოებას.
tbl.ge/uqx
დაკოპირდა
ენმ-ის წევრი კობა სუბელიანი საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის თამაზ მეჭიაურის ინტერვიუზე.
ამავე თემაზე
- როგორც შიდა, ისე გეოპოლიტიკური ვითარებიდან მომდინარე ინფლაციური რისკები გაიზარდა - სებ
- სებ-მა რეფინანსირების განაკვეთი კიდევ 0.25%-ით, 8%-მდე შეამცირა
- სებ-მა 7 ტონა მონეტარული ოქრო იყიდა და საერთაშორისო სავალუტო რეზერვებს დაამატა
- თურნავა: ინფლაციის გრძელვადიანი მოლოდინები კარგად მოთოკილია, თუმცა, რისკები მაინც არსებობს
- თურნავა: წელს სავალუტო რეზერვები ისტორიულ მაქსიმუმზე და ადეკვატური დონის ფარგლებშია