ხანძარი ქსოვრისში

ქსოვრისისა და ვაზიანის მახლობლად ხანძრის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ მოხერხდა

geolobo.com

მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფლების ქსოვრისისა და ვაზიანის მახლობლად მთის მასივში არსებული ხანძრის კერების ლოკალიზება ამ დრომდე ვერ მოხერხდა. ხანძრის ლოკალიზებისთვის სახანძრო მანქანები ქსოვრისისა და ვაზიანის ტერიტორიაზე თბილისიდანაც გააგზავნეს. ხანძრის ლოკალიზების პროცესში ამ დროისთვის სახანძრო ვერტმფრენი არ არის ჩართული. ადგილობრივების ვარაუდით ხანძარი მოქალაქეთა დაუდევრობამ გამოიწვია. ამ დროისთვის შედარებით რთული ვითარება უფრო მეტად სოფელ ვაზიანის მახლობლად მდებარე მთებშია. 

ადგილზე იმყოფებოდა მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძეც, მისი თქმით, ხანძრის სრული ლოკალიზებისთვის ხელისშემშლელი მაღალმთიანი რელიეფია. 

მეხანძრეებს ცეცხლის ჩაქრობაში ადგილობრივებიც ეხმარებიან. ამ დრომდე უცნობია თუ რა მოცულობის ტყის ნაკვეთზეა მოდებული ხანძარი. 

კომენტარები