მესი: ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ადგილობრივი გუნდი ვიყავით

ლიონელ მესი
facebook.com/uefachampionsleague/

თბილისში გამართულ უეფას სუპერთასის შეხვედრაში, ესპანურმა ბარსელონამ სევილია დამატებით დროში - ანგარიშით 5:4 დაამარცხა და ტიტულს დაეუფლა.

მატჩის ძირითადი დრო ფრედ - 4:4 დასრულდა. გამარჯვებულთა რიგებში ორი გოლი არგენტინელმა ლეო მესიმ გაიტანა.

შეხვედრის შემდგომ გამართულ პრესკონფერენციაზე, მესიმ თბილისურ დაპირისპირებაზე ისაუბრა.

"დღევანდელი დღე ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სუპერთასის მოგება წლის სწორ ტალღაზე დაწყებას ნიშნავს.

ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ადგილობრივი გუნდი ვიყავით და ძალიან ბედნიერები ვართ, რომ გავიმარჯვეთ", - აღნიშნა ლიონელ მესიმ, რომელიც 11 აგვისტოს შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

კომენტარები