თავდასხმა კინოთეატრში

აშშ-ში, ნეშვილში, უცნობმა პირმა კინოთეატრში ხალხს ცეცხლი გაუხსნა

Getty Images

აშშ-ში, ტენესის შტატში, ნეშვილში უცნობი პირი კინოთეატრში შევიდა და დარბაზში ხალხს ცეცხლი გაუხსნა. ჯერჯერობით უცნობია დაშავებულთა ზუსტი რიცხვი.

ნეშვილის პოლიციის ინფორმაციით, თავდამსხმელი ორმხრივი სროლის შედეგად მოკლულია. უცნობი პირი ცეცხლსასროლი იარაღითა და ნაჯახით იყო შეიარაღებული. მას თან ორი ჩანთა ჰქონდა, რომელსაც პოლიცია, სპეციალისტების ჯგუფთან ერთად ამოწმებს.

თვითმხილველების თქმით, სულ მცირე, ერთი ადამიანი ნაჯახითაა დაშავებული.

 

კომენტარები