ინტერვიუ სოზარ სუბართან

სუბარი: ქადაგიძე ყვავივით დასჩხავის ყოველდღე, რომ ლარი გაუფასურდება

როდესაც ლარის კურსის სტაბილურობაზე პასუხისმგებელი მთავარი ადამიანი ყოველდღიურად გამოდის და თავისი ნებისმიერი განცხადებით ახდენს საზოგადოების დაშინებას, რომ ეროვნული ვალუტა გაუფასურდება, აუცილებლად გაუფასურდება, ძალიან გაუფასურდება, ამით, ბუნებრივია, ხელს უწყობს ლარის დევალვაციას. იმის ნაცვლად, რომ შემოიტანოს საზოგადოებაში სტაბილურობის განცდა, შფოთვას ამკვიდრებს. ეს ყველაზე დიდი ფაქტორია, რაც შეიძლება ხელს უწყობდეს ლარის გაუფასურებას. არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ის ყვავივით დასჩხავის ყოველდღე, რომ ლარი გაუფასურდება. არაფერს ვიტყვი მის ქმედებებთან დაკავშირებით, ამაზე ეკონომისტები უფრო კვალიფიციურად ილაპარაკებენ, თუმცა, რა განცხადებებსაც აკეთებს, ეს არის შეგნებული პოლიტიკა იმისთვის, რომ რამენაირად მოხდეს ლარის დევალვაცია, განცხადება კი ხშირად ქმედებაზე მეტია. ერთი განცხადება შეიძლება, ბანკიდან გასროლილ 100 მილიონ დოლარს უდრიდეს, ანუ ასეთი გავლენა ჰქონდეს სიტყვას.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი ინტერპრესნიუსთან ინტერვიუში.

კომენტარები