ინტერვიუ სოზარ სუბართან

სუბარი: აბსოლუტურად ვარ დარწმუნებული, რომ არჩევნებს მოვიგებთ

მე აბსოლუტურად ვარ დარწმუნებული, რომ არჩევნებს მოვიგებთ. დანარჩენი, ყოველთვის არსებობენ განაწყენებული ან ისეთი ადამიანები, რომლებიც განსხვავებულად უყურებენ რაღაცას. ერთ რამეს გეტყვით - ზუგდიდში დავარიგეთ 320 ბინა, როცა 4 150 განაცხადი იყო შემოტანილი, ანუ 3 900-მდე ოჯახმა ბინა ვერ მიიღო. მთელი "ნაციონალური მოძრაობა" ჩამოვიდა, რომ რამენაირად ქუჩის აქციები მოეწყოთ. წარმოიდგინეთ 3 900 გულდაწყვეტილი, გაბრაზებული ადამიანი და მათი ოჯახის წევრები. ეს უკვე სერიოზული საპროტესტო მასაა, თუმცა, აქციაზე 15 ადამიანზე მეტი არ გავიდა. რატომ? იმიტომ, რომ ყველას ცალ-ცალკე შევხვდით და ავუხსენით, რომ განაწილება მოხდა სამართლიანად. ეს თავადაც დაინახეს, ისე როგორც დაინახეს, რომ მომავალშიც ასე გაგრძელდება და ყველა მათგანს აქვს შანსი მიიღოს ბინა - ზოგმა ძალიან მალე, ზოგამ ცოტა გვიან, მაგრამ ყველამ მიიღოს. ასე რომ, ყველა კარგად ხედავს ძველსა და არსებულს შორის განსხვავებას, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანი შეიძლება, ხშირად გამოთქვამდეს უკმაყოფილებას.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი ინტერპრესნიუსთან ინტერვიუში.

კომენტარები