ჯაბა კანკავას ტრანსფერი

კანკავა: დიდი შანსია რეიმსში გადავიდე

edition.cnn.com

საქართველოს ნაკრების კაპიტანი და უკრაინული დნიპროს ფეხბურთელი ჯაბა კანკავა კარიერას ფრანგულ რეიმსში გააგრძელებს, ამის შესახებ ერთბაშად რამდენიმე საერთაშორისო წყარომ დაწერა.

fcdnipro.com-ის ინფორმაციით, კანკავას სანაცვლოდ დნიპრო 1,5 მილიონ ევროს ითხოვდა, ფრანგები კი მხოლოდ 800 000-ის გადახდაზე იყვნენ თანახმა, საბოლოოდ კლუბები 1,2 მილიონ ევროზე შეთანხმდნენ. გავრცელებული ცნობის თანახმად, საქართველოს ნაკრების კაპიტანი ფრანგულ კლუბთან 3-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.

უკრაინელთა გარდა, რეიმსის კანკავათი დაინტერესების შესახებ, ფრანგულმა გამოცემა L'equipe-მაც დაწერა

თავად კანკავას განცხადებით, მოლაპარაკები აქტიურ ფაზაშია შესული და დიდი შანსია, საბოლოოდ რეიმსში გადავიდეს. მიუხედავად ამისა, ფეხბურთელის თქმით, ყველაფერი დნიპროს პრეზიდენტზეა დამოკიდებული.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების კაპიტანი დნიპროს რიგებში 2007 წლიდან ირიცხება, თუმცა აქტიურად თამაში მხოლოდ ბოლო წლებში უწევს. კანკავას უკრაინული კლუბის რიგებში 76 შეხვედრა აქვს ჩატარებული.

კომენტარები