სუპერ პუმა

პრემიერი: სააკაშვილმა სუპერ პუმა იმისთვის იყიდა, რომ კომფორტულად ეჭამა კაიმაღი

მითხრეს, რომ აქ 200 კილო ტრადიციულ კერძს კაიმაღს ამზადებენ. სხვათა შორის, ერთი ისტორია გამახსენდა, როდესაც 3 წლის წინ აქ სააკაშვილი იყო ჩამოსული, ჭამა 3 კილო კაიმაღი. აქედან ის გაფრინდა ბორჯომში, გახდა ცუდად და მოუწიათ შუახევში დასმა ვერტმფრენის. შემდეგ დაიწყო ჩხუბი, რატომ არ არის ვერტმფრენში ტუალეტი და აქედან წამოვიდა პუმა... ამიტომ გადაიხადა მან 40 მილიონი ევრო იმის გამო, რომ კომფორტულად ემგზავრა და კომფორტულად ეჭამა კაიმაღი. ეს ნახევრად ხუმრობით.

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მაღალმთიან აჭარაში, შუამთობის დღესასწაულზე.

კომენტარები