არა თბილისი პანორამას

გუშინ დაკავებულთა საქმეზე მოსამართლის გადაწყვეტილება 23 ივლისს გახდება ცნობილი

თბილისის საქალაქო სასამართლო
ფოკუსი / ტაბულა

პანორამა თბილისის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებულთა საქმეზე მოსამართლის გადაწყვეტილება 23 ივლისს გახდება ცნობილი. ათივე დაკავებული, მათ შორის, ტაბულას ფოტოგრაფი ალექსანდრე გიორგაძე უკვე გაათავისუფლეს.

დღევანდელ პროცესზე მტკიცებულებად პოლიციამ აქციის მონაწილეთა კუთვნილი ფურცლები წარმოადგინა, რომელზეც პანორამა თბილისის შესახებ უცენზურო წარწერა იყო. ადვოკატის განმარტებით კი, უხამსობა, თუ ის ვინმესკენ არ არის მიმართული, კანონით დაცულია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გუშინდელ აქციაზე „არა პანორამა თბილისს" სულ ათი მოქალაქე დააკავეს. ტაბულას ფოტოგრაფს ალექსანდრე გიორგაძეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას - წვრილმან ხულიგნობას და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას ედავებიან. აქციის დანარჩენი ცხრა მონაწილე კი, წვრილმანი ხულიგნობისთვის იყო დაკავებული. ამასთან, დაკავებული ქალები გუშინვე გაათავისუფლეს, მამაკაცები კი - დროებითი მოთავსების საკნებში გადაიყვანეს.

 

კომენტარები