ტაბულას ფოტოგრაფს წვრილმანი ხულიგნობა და წინააღმდეგობის გაწევა ედება ბრალად

"არა პანორამა თბილისს"
ალექსანდრე გიორგაძე

შინაგან საქეთა სამინისტროს ინფორმაციით, კანცელარიის წინ მიმდინარე აქციაზე „არა პანორამა თბილისს" დაკავებულია 10 მოქალაქე. მათ შორის ტაბულას ფოტოგრაფი ალექსანდრე გიორგაძე ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით არის დაკავებული, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.

უწყების ცნობით, აქციის დანარჩენი 9 მონაწილე, წვრილმანი ხულიგნობისთვის არის დაკავებული, მათ შორის ერთი კი დამატებით, 45-ე მუხლით, რაც მცირე ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო მოხმარებას გულისხმობს ექიმის დანიშნულების გარეშე.

კომენტარები