მთავრობის კანცელარიასთან ტაბულას გენერალური პროდიუსერი ლექსო მაჭავარიანი დააკავეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში ტაბულას განუცხადეს, ლექსო მაჭავარიანი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების საფუძველზე, პოლიციისთვის წინააღდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს. ტაბულას ინფორმაციით ის ორთაჭალაშია გადაყვანილი.
დაკავებამდე ლექსო მაჭავარიანსა და აქციის სხვა ორგანიზატორებს სთხოვდნენ, ტერიტორიიდან გაეყვანათ მანქანა, რომელიც აქციისთვის საჭირო აპარატურით იყო დატვირთული. პოლიციელები არ ხსნიდნენ, რის საფუძველზე ითხოვდნენ მანქანის გაყვანას.