ეროვნული ბანკი

ეროვნული ბანკის კანონში ცვლილებები მიღებულია - პრეზიდენტისგან ვეტოს ელიან

საქართველოს პარლამენტი

პარლამენტმა ეროვნული ბანკის შესახებ კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო. ეს ნიშნავს, რომ საბანკო ზედამხედველობის სამსახური ეროვნული ბანკიდან გადის.

ეროვნული ბანკიდან საბანკო ზედამხედველობის სამსახურის გამოტანას ეწინააღმდეგება საქართველოს პრეზიდენტი, რომლისგანაც კანონზე ვეტოს დადებას მოელიან. ასევე ამას ეწინააღმდეგება საპარლამენტო ოპოზიცია და ოთხი უმსხვილესი საფინანსო ორგანიზაცია, რომლებმაც საპროტესტო წერილი საქართველოს პრემიერმინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს გაუგზავნეს. 

ცვლილების მოწინააღმდეგეთა შეფასებით, მომზადებული კანონპროექტით ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა სუსტდება. უმრავლესობა კი თვლის, რომ ცვლილებები ინსტიტუტისადმი ნდობას გაზრდის.

კანონპროექტის განხილვის ეტაპები როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო კრიტიკის ფონზე მიმდინარეობდა. მისი ავტორები საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე და მისი პირველი მოადგილე -  თამაზ მეჭიაური და ნოდარ ებანოიძე არიან.

 

 

კომენტარები